„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს

ქართულმა ოცნებამ მთავრობასა და პარლამენტში თანამდებობების გადადანაწილების საკითხზე კონსულტაციები დაიწყო. მოსალოდნელი საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ მედიაში ინფორმაცია უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება. თუმცა, უმრავლესობაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მომავალ მინისტრთა კაბინეტს ისევ გიორგი კვბირიკაშვილი უხელმძღვანელებს და ის დააკომპლექტებს მინისტრთა კაბინეტს.

გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობას დატოვებს ნოდარ ჯავახიშვილი და ნოდარ ხადური, სავარაუდოდო დღესვე უნდა განიხილონ პარლამენტის თავჯდომარედ ირაკლი კობახიძის დანიშვნის საკითხი.

„ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მიჭირს. გარკვეული ცვლილებები იქნება,ეს არ იქნება თვისობრივი ცვლილებები, ძირითადი შემადგენლობა ამ ეტაპზე იგივე რჩება, მაგრამ კონკრეტულ გადაადგილებებზე ან გადაჯგუფებებზე შეიძლება იყოს. თუმცა დავუტოვოთ ეს პრეროგატივა მთავრობის ხელმძღვანელს,“-აცხადებს კოღუაშვილი.

banner
წინა სტატიაშისანდრა რულოვსი “ენმ”-ს ოფისში კონსულტაციებზე იმყოფება
შემდეგი სტატიაელისო კილაძე : ცხოვრების ფირების გასაჯაროვების უკან ხელისუფლება დგას