“ქართული ოცნების” ახალი სახეები ლიდერობენ – სად გაიმართება მეორე ტური?

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ, თუმცა უმეტეს ოლქებში, მეორე ტურის გამართვის დიდი შანსი არსებობს.

მაგალითად, ნაძალადევის მაჟორიტარულ ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება. ნაძალადევის მეცხრამეტე მაჟორიტარულ ოლქში, 33 უბნიდან, დათვლილი 31 უბნის მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ – 45,82%, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა 26,33% მიიღო.

ამასთან, დიდუბის ორივე მაჟორიტარულ ოლქში, ასევე სავარაუდოა, რომ მეორე ტური იქნება.

კერძოდ, დიდუბის მეთხუთმეტე მაჟორიტარულ ოლქში, 34 უბნიდან, დათვლილი 16 უბნის მონაცემებით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ზაზა პაპუაშვილმა 47,41%, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, დავით ნაფეტვარიძემ – 19,45% მიიღო.

დიდუბის მეთექვსმეტე მაჟორიტარულ ოლქში, 34 უბნიდან, დათვლილ 27 უბანში, “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ივლიანე წულაიამ – 46,79%, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ირაკლი დვალმა 21,28% მიიღო.

რაც შეეხება სამგორის მეთერთმეტე მაჟორიტარულ ოლქს, სამგორის სამივე მაჟორიტარულ ოლქში, შესაძლოა, მეორე ტური დაინიშნოს.

39 უბნიდან, დათვლილ 20 უბანში, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი მოსიძემ – 48,63%, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა 23,74% მიიღო.

სამგორის მეთორმეტე მაჟორიტარულ ოლქში, 34 უბნიდან დათვლილი 12 უბნის მონაცემებით “ქართული ოცნების” კანდიდატმა მარიამ ჯაშმა – 42,09%, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, დათო ჟღენტმა – 26,19% მიიღო.

სამგორის მეცამეტე მაჟორიტარულ ოლქში 37 უბნიდან, დათვლილი 14 უბნის მონაცემების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა, შოთა ხაბარელმა 43,92%, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გიორგი, ხახნელიძემ 26,07% მიიღო.

გარდა ამისა, ისნის სამივე მაჟორიტარულ ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება.

ისნის მერვე მაჟორიტარულ ოლქში, 33 უბნიდან დათვლილი 6 უბნის მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ 42,62%, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა 24,8% მიიღო.

ისნის მეცხრე მაჟორიტარულ ოლქში, 31 უბნიდან, დათვლილი 8 უბნის მიხედვით, „ქართული ოცნების” კანდიდატმა დავით ჭიჭინაძემ – 46,53%, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატმა ბესიკ კვიციანმა – 26,4% მიიღო.

საბურთალოს მეექვსე მაჟორიტარულ ოლქში, 32 უბნიდან, დათვლილი 12 უბნის მონაცემების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ლევან გოგიჩაიშვილმა 46,41% მიიღო, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა 17,15%, ხოლო “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატმა. დავით უსუფაშვილმა 11,41% მიიღო.

ისნის მეათე მაჟორიტარულ ოლქში, 33 უბნიდან დათვლილ 10 უბანში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ბექა ნაცვლიშვილმა 46,59%, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ზაზა კედელაშვილმა 25,29% მიიღო.

ცესკო-ს მონაცემებით, მთაწმინდის 1 საარჩევნო ოლქში 31 უბნიდან დათვლილ 14 უბანში, დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 45,23%-ით ლიდერობს, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა რურუამ – 26,7% მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ვაკის მესამე საარჩევნო ოლქში 35 უბნიდან, დათვლილ 8 უბანში, “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ზაზა ხუციშვილმა 50,92%, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, პეტრე ცისკარიშვილმა- 19,83% მიიღო.

ამასთან, საბურთალოს მეოთხე მაჟორიტარული ოლქში, 31 უბნიდან, დათვლილ 27 უბანში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ 52,41%, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ჯარჯი დოლიძემ 20,16% მიიღო.

banner
წინა სტატიაშიIRI: 8 ოქტომბერი პროცესის დასასრული არ არის, ეს არის დასაწყისი
შემდეგი სტატიაზუგდიდში, “ქართული ოცნების” კანდიდატ ედიშერ თოლორაიასა და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ სანდრა რულოვსს შორის, სავარაუდოდ, მეორე ტური დაინიშნება