“ქართული ოცნება” ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 53-ე და 54-ე უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

ქართული ოცნება კორცხელში არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. შესაბამისი განცხადება ამირან ლაგვილავას წარმომადგენლებმა უკვე შეიტანეს საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციაში.

ქართული ოცნება ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 53-ე და 54-ე უბნების ბიულეტენებისა და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობასა და ხელახალ გადათვლას ითხოვს. მმართველი გუნდის პოზიციით საარჩევნო პროცესი ამ უბნებზე უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში წარიმართა, რაც არჩევნების სრულფასოვნად ჩატარების ხელისშემშლელი გარემოება გახდა.

„დღის განმავლობაში კენჭისყრა უბნის შიგნით დაძაბულ, სტრესულ გარემოებაში მიმდინარეობდა, რაც გამოწვეული იყო უბნის გარეთ დაპირისპირებული ჯგუფების დიდი რაოდენობით მობილიზებით, რაც შემდგომში ხელჩართულ ჩხუბშიც კი გადაიზარდა. იმის გამო, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები იმყოფებოდნენ უბნის შიგნით მყოფი წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების გავლენის ქვეშ ხმის დათვლის პროცესი წარიმართა ხარვეზებით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა დღეს 20:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგმა ვარშავას ნატოს სამიტზე გარდამტეხი ცვლილებები დააანონსა
შემდეგი სტატია„ხელმძღვანელი არის გვასალია ლაშა, ის აძლევდა მითითებებს”-თენგიზ გუნავა კორცხელის ინციდენტზე საუბრობს