პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 15 აგვისტოს თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს.
პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს საზოგადოებას 20:00 საათზე, მთაწმინდის პარკში წარუდგენს.
ამით “ქართული ოცნება” 2016 წლის საპარლამენტო არჩევენებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას დაასრულებს.