“ქართული ოცნება” “მთის კანონის” შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

“ქართული ოცნება” “მთის კანონის” შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციაში პარტია საზოგადოებას დეტალურად განუმარტავს, მიღებული ცვლილებებით რა შეღავათებია გათვალისწინებული მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთათვის.

“თაიმერი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ
.
“საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის 1-ელ ინავარს ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც დაზუსტდა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთათვის საგადასახადო შეღავათების დაწესების საკითხი.

კერძოდ, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირი, რომლის კმაყოფაზეა 18 წლის ასაკს მიუღწეველი 3 ან მეტი შვილი, მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება.

ასევე, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირს, რომლის კმაყოფაზეა ერთი ან ორი 18 წელს მიუღწეველი შვილი, მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული 3000 ლარამდე შემოსავლის გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით, ანუ არსებული 20%-ის ნაცვლად, მისი წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი დაექვემდებარება 10%-იან დაბეგვრას.

საგადასახადო შეღავათი ეხება, აგრეთვე, მაღალმთიან დასახლებაში არასაბიუჯეტო – კერძო ორგანიზაციაში, დასაქმებულ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირს. ასეთ ორგანიზაციაში წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული 6 000 ლარამდე შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან.

ამჟამად წარმოდგენილი ცვლილებებით ტექნიკური ხასიათის შესწორებები შედის ზემოაღნიშნულ მუხლებში. კერძოდ, აქამდე მოქმედი რედაქციით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებ პირს შეღავათები შეეხებოდა მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ იგი იღებდა შემოსავალს იმავე დასახლებაში, სადაც იგი ცხოვრობს. ახლა, სწორდება აღნიშნული უზუსტობა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირი უფლებამოსილია მიიღოს შეღავათები ნებისმიერ სხვა მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში საქმიანობისას.

რაც შეეხება მუხლს, რომელიც საგადასახადო კოდექსის გარდამავალ დებულებებში დამატების შეტანას ითვალისწინებს – აღნიშნულის მიხედვით, ძალაში რჩება საგადასახადო შეღავათები იმ პირთათვის, რომლებიც 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი “მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” კანონით მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ. მათთვის 2016 წლის 1 იანვარამდე საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შეღავათები კვლავაც განაგრძობს მოქმედებას. კერძოდ: კერძოდ, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი პირი, რომლის კმაყოფაზეა 18 წლის ასაკს მიუღწეველი 3 ან მეტი შვილი, აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირს, რომლის კმაყოფაზეა ერთი ან ორი 18 წელს მიუღწეველი შვილი, აღნიშნულ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული 3000 ლარამდე შემოსავლის გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით”, – აღნიშნულია “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიხათუნა ლაგაზიძე – ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმა არის თავდასხმა ხელისუფლებაზე
შემდეგი სტატიაახალი წესით სასამართლოში პირველი მოწმე დაიკითხა