“ქართული ოცნება” მერაბიშვილის გათავისუფლებას გეგმავს

იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა განაცხადა რომ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ვანო მერაბიშვილს სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში მოწმედ დაუდგა.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის უვიცობა: მოწმედ შეიძლება გამოძახებულ იქნეს ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ საქმეზე და ის ვალდებულია მისცეს ჩვენება მიუხედავად იმისა, თუ როგორია მისი პოლიტიკური სიმპატიები.
სინამდვილეში წულუკიანის ეს განცხადება ემსახურება კვალის დაფარვას: მთავრობა გეგმავს მერაბიშვილის გათავისუფლებას პატიმრობიდან და იმავდროულად სურს ეს ყველაფერი წარმოაჩინოს არა როგორც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ როგორც ევროპული სასამართლოს დირექტივა.
ამ მიზნით იუსტიციის მინისტრს დავალებული აქვს წააგოს პროცესი ევროსასამართლოში.
მერაბიშვილის გათავისუფლება პატიმრობიდან არის ივანიშვილის და ბოკერიას შეთანხმების ნაწილი, რომლის ფარგლებშიც უკვე გათავისუფლდა პატიმრობიდან გიგი უგულავა.

გოგი წულაია, “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის კომიტეტის თავმჯდომარე
როინ ხიჯაკაძე, “თავისუფალი საქართველოს” საპარლამენტო მდივანი

banner
წინა სტატიაშიდამტკიცდა, რომ ქვეყნაში არ არსებობს მართლმსაჯულება – აბესაძე
შემდეგი სტატია(Video) ,,დღეს თითქოს მოიგო ქიბარ ხალვაშმა, ზეგ ვისი იქნება დაახლოებით ვხვდებით” – ჯანგირაშვილი