“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” განცხადებას ავრცელებს

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პრესსამსახურის განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, “ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ დღეს გამოქვეყნებულ ე.წ. კვლევის შედეგებს, არანაირი კავშირი არა აქვს არც „ქართულ ოცნებასთან” და არც რეალობასთან”.

დღეს ერთ-ერთი მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ე.წ. კვლევის შედეგები, რომელიც თითქოს “ქართულმა ოცნებამ” პირველ ივნისს ჩაატარა. ვაცხადებთ, რომ მედიაში გამოქვეყნებულ ამ კვლევას არანაირი კავშირი არა აქვს არც „ქართულ ოცნებასთან” და არც რეალობასთან. სამწუხაროდ ამავე სააგენტომ აქამდეც გაავრცელდა მსგავსი ტიპის ე.წ კვლევა. ეს არის მარტივი მანიპულაცია და პოლიტიკაში ჩვენი კონკრეტული ოპონენტი ხშირად მიმართავს ამ მეთოდებს. “ქართული ოცნება” კვლევებს რეგულარულად ატარებს. არჩევნებამდე დაგეგმილია სავარაუდოდ კიდევ ორი კვლევის ჩატარება. შედეგებს კი საზოგადოება არჩევნების დასრულების შემდეგ იხილავს, როდესაც “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” გამარჯვებას მოიპოვებს”,-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე: კარს მიღმა ყრილობები უნდა დასრულდეს, ამიტომ გადავწყვიტეთ ღია ცის ქვეშ შეკრება
შემდეგი სტატიაგიორგი უძილაური: ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრის ახალი ფორმატი ხვალ დაანონსდება