“ქართული ოცნება” 35.9 – “ნაციონალური მოძრაობა” 34.2 – GFK კვლევის შედეგებს აქვეყნებს

საზოგადოებრივი კვლევის ახალი შედეგები. გერმანულმა კომპანია GFK-მ რუსთავი 2-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით 2 200 ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.

ალოკაციის შედეგად საბოლოო პარტიული რეიტინგები ასე გამოიყურება.

ქართული ოცნება 35.9
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 34.2
სახელმწიფო ხალხისთვის – პაატა ბურჭულაძე 9.8
ლეიბორისტული პარტია 5.4
თავისუფალი დემოკრატები – ირაკლი ალასანია 4.5
პატრიოტთა ალიანსი – ირმა ინაშვილი 2.4
ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა 2.2
რესპუბლიკური პარტია 0.7
პოლიტიკური ცენტრი გირჩი 0.5
ახალი საქართველო – გიორგი ვაშაძე 0.5

გირჩი, ვაშაძე და ბურჭულაძე საველე სამუშაოების დაწყებისას ცალცალკე სუბიექტები იყვნენ, ხოლო რესპუბლიკელები ჯერ კიდევ მთავრობაში.

banner
წინა სტატიაში“ახლო მომავალში გახდება ცნობილი, საიდან იღებდნენ დავალებებს ტერაქტის მომზადებაში ბრალდებულები”
შემდეგი სტატიახვალ, რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მიცემდით ხმას? – GFK-ს კვლევის შედეგები