ქართული მხარე სააკაშვილის ექსტრადიციისთვის იბრძოლებს

ჩვენ არც-ერთ შემთხვევაში არსად არ უნდა შევიჭრათ და არავინ არ უნდა დავამხოთ, მაგრამ თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავდაცვა გახდება საჭირო, ამისათვისაც უნდა ვიყოთ მზად და არ უნდა მივცეთ მას საშუალება, უხეში ძალით მოკლას თავისუფალი სიტყვა.

უკრაინის მთავრობაში მყოფ ყველა ქართველს საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევენქართული მხარე ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციას მაინც მიაღწევს მაშინ, როცა ის უკრაინის ტერიტორიაზე არ იქნება – ამის შესახებ მიხეილ უკლებამ, საქართველოს ელჩმა უკრაინაში, განაცხადა საქართველოს პროკურორის ირაკლი შოთაძის სიტყვების კომენტირებისას, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანა სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნის შეჩერებას არ აპირებს იმის მიუხედავად, რომ ეს უკანასკნელი უკვე უკრაინის მოქალაქეა და უკრაინამ უარი თქვა მის გადაცემაზე.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ “მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება არ გამორიცხავს მის ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან ექსტრადიციას, რომლის მოქალაქეც ის არ არის, რადგანაც არსებული საერთაშორისო მოლაპარაკებები და ბევრი ქვეყნის შიდა კანონმდებლობა საკუთარი ქვეყნის მოქალაქის ექსტრადიციას კრძალავს” – განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ 4 მუხლით აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიუკრაინის მთავრობაში მყოფ ყველა ქართველს საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევენ
შემდეგი სტატიალარი ისევ გაუფასურდა