“ქართული მხარე მზად არის გააფორმოს კონტრაქტი ნეიტრალურ კომპანიასთან იმპლემენტაციაზე და რუსეთისგან მოელის შესაბამის ნაბიჯებს”- ჯანელიძე

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ “საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ქართული მხარე დიდი ხანია მზად არის გააფორმოს კონტრაქტი ნეიტრალურ კომპანიასთან 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით და რუსეთის მხრიდან მოელის შესაბამის ნაბიჯებს .
“ქართული მხარე დიდი ხანია მზად არის გააფორმოს კონტრაქტი ნეიტრალურ კომპანიასთან 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით და რუსეთის მხრიდან მოელის შესაბამის ნაბიჯებს”- განაცხადა ჯანელიძემ.

მისი თქმით ხელშეკრულების შესრულებისთვის აუცილებელია ყველა მხარის სრული თავსებადობა 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმებულ ზემოთ ნახსენებ შეთანხმებასთან, “საქართველოს მოლოდინია, რომ ძირითადი შეთანხმება და იმპლემენტაციის კონტრაქტი შესრულდება ყველა მხარის მიერ, რადგან ცალმხრივად ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია. ჩვენ მოველით, რომ რუსეთის ფედერაცია გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს ამ შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად,“ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხარემ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაასრულა მუშაობა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ტვირთბრუნვის საბაჟო მონიტორინგზე პასუხისმგებელ ნეიტრალურ კომპანიასთან კონტრაქტის ხელმოწერისთვის.

banner
წინა სტატიაში“90-იანი წლებიდან რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, სჯიდა იმ კონფლიქტებითა და დაპირისპირებით, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დააზიანა”
შემდეგი სტატია“პარლამენტი ხვალ საბოლოოდ მიიღებს საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომლითაც სათანადოდ მოწესრიგდება ქვეყნის თავდაცვის საკითხები”