ქართული მხარე ირანთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს

ირანი

iraniქართული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ–მინისტრსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის. გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ისაუბრეს ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე. გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ირანს შორის არსებულ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებს და იმ უდიდეს პოტენციალს, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს მიულოცა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ყურადღება გაამახვილეს რეგიონის განვითარებისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

 

 

banner
წინა სტატიაშისკანდალი – რეალური მიზეზი, რის გამოც ღარიბაშვილი პრემიერობიდან გადადგა
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს