„ქართული მარშის“ წევრები ქუთაისში „ტორპედოს“ სტადიონზე შეჭრას ცდილობენ

„ქართული მარშის“ წევრები ქუთაისში „ტორპედოს“ სტადიონთან არიან შეკრებილნი და სტადიონზე შესვლას ცდილობენ.
ისინი „ვიტესის“ კაპიტნის და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრ გურამ კაშიას მისამართით შეურაცხმყოფელ ტექსტებს სკანდირებენ. აქციის მონაწილეები სტადიონზე შეჭრას ცდილობენ, ისვრიან პიროტექნიკას.
დაცვის სამსახურმა სტადიონის ერთი შესასვლელი ჩაკეტა, რასაც მოქალაქეების უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან ისინი მოედანზე შესვლას ვერ ახერხებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე რუმინეთის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატია„ამას ბრალდება არ ჰქვია, ამას ჰქვია სიცრუეზე აგებული დემაგოგია,“ – გიორგი ვოლსკი საქართველოს რკინიგზაზე საუბრობს