ქართული ლეგიონის მეთაური: სააკაშვილის ასეთი მეთოდით მოშორება მიუღებელია

,,თაიმერი,, უკრაინაში მებრძოლ ,,ქართული ლეგიონის,, მეთაურს მამუკა მამულაშვილს ესაუბრა.

-თქვენი პოზიცია გვაინტერესებს, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევავასთან დაკავშირებით…

-რა გითხრათ…? პოლიტიკური თამაშია. ჩვენ სააკაშვილთან მაინც და მაინც ახლო ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ პოლიტიკური ოპონენტის ასეთი საშუალებით მოშორება , მაინც მიუღებლად მიმაჩნია. ცოტა პანიკური განწყობაა სააკაშვილის უკრაინულ პოლიტიკაში შეშვებაზე. ასე, რომ ყველა საშუალებას გამოიყენებენ საარჩევნოდ შანსი რომ  არ დაუტოვონ.  პოლიტიკურ ასპეტქში გაუმართლებელი ბრძოლის წესებია, რომელციც პოლიტიკური ელიტის სისუსტემ და მოსახლეობაში ნდობის დაკარგვამ გამოიწვია.

– ქართველი მებრძოლების განწყობაზე როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა?

-ქართველი მებრძოლების საბრძოლო განწყობაზე რა თქმა უნდა  არანაირი პოლიტიკური ცვლილება არ იმოქმედებს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ინტერესების დაცვას უკრაინაში. უკრაინელი პოლიტიკოსებისაგან ჩვენ მხარდაჭერა არ გვქონია მთელი ამ 3 წლის მანძილზე. ასე, რომ ჩვენი ურთიერთობა მათთან, ყველა დონეზე მინიმუმამდეა დაყვანილი და ამას ჩვენზე არანაირი ეფექტი არ ექნება.

-ხომ არ ფიქრობთ, რომ თუ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებას დასჭირდა, თქვენც მოგიშორებენ?

-რა გითხრათ? წინა ხაზზე იმაზე არ ფიქრობს ადამიანი, რომ ტყვიის გარდა კიდევ რაიმემ შეიძლება მოგიშოროს. ჩვენზე რამე კომპრომატი რომ ჰქონდეთ, ალბათ მოგვიშორებდნენ.

-სააკაშვილზე ჰქონდათ?

– არა მგონია… თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენზეა საუბარი. სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურაა, ჩვენ ჯარისკაცები, რომლებიც კვდებიან საქართველოს ინტერესებისთვის.

-ხომ არ ფიქრობთ, რომ უკრაინელები ცოტა უმადური ხალხია?

-ხალხი არა. უფრო პოლიტიკური ელიტა.

-რა რეაქცია მოჰყვება თქვენი აზრით  სააკაშვილის  უკრაინბიდან  მოშორებას უკრაინელი ხალხის მხრიდან?

-მომავალში რა რეაქცია მოჰყვება ვერ გეტყვით, მაგრამ ახლა, მომხდარით  ძალიან ბევრი უკმაყოფილოა.

ესაუბრა კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტების შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების ან მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური: ივანიშვილიც და პოროშენკოც იმართებიან პუტინის მიერ