უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი საჯაროდ მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას არ გადასცენ რუსეთს ქართველი ოფიცერი. ზორიან შკირიაკი”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ ის ATO-ს ქართველი მოხალისის რუსეთისთვის გადაცემის კატეგორიული წინააღმდეგია. მისივე თქმით, უკრაინას არ აქვს უფლება გაცვალონ თანამებრძოლები, რომლებიც უკრაინელ სამხედროებთან ერთად უკრაინისთვის იბრძვიან.
“მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ATO-ს ქართველი მოხალისის, ქართული ლეგიონის მებრძოლის გადაცემისა მტერი რუსეთისთვის, ვთვლი, რომ ეს დაუშვებელია. ჩვენ არ გვაქვს უფლება გავცვალოთ ჩვენი თანამებრძოლები, რომლებიც ჩვენს სამხედროებთან ღვრიან სისხლს უკრაინისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში ამის გაკეთება არ შეიძლება. საკითხი მხოლოდ სახელმწიფო პოზიციას არ ეხება იმ ადამიანების მიმართ, ვინც უკრაინელების მხარდამხარ წინააღმდეგობას უწევს რუსულ ტერორისტულ ორდას, არამედ ეხება ადამიანურ ღირებულებებს და სიტუაციის ადეკვატურად აღქმას. პუტინის რუსეთი უკრაინის მტერია, წერტილი,“-აცხადებს ზორიან შკირიაკი.