ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტების 2% არ გამოცხადდა

ამ დროისთვის 21 საგამოცდო ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს. გამოცდა 15:00 საათზე დაიწყო და 4 საათი და 15 წუთი გაგრძელდება. 9200-ზე მეტი აბიტურინტიდან გამოცხადდა დარეგისტრირებულთა 98%.

რაც შეეხება პირველი სესიის მონაცემებს, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს დილით, ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ სესიაზე დაახლოებით 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. ხუთმა კი დააგვიანა. შესაბამისად, ისინი საგამოცდო პროცესს გამოეთიშნენ- აღნიშნეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
გამოცდებზე 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა აზერბაიჯანს საერთაშორისო დერეფნის შექმნას სთავაზობს
შემდეგი სტატიარადას დეპუტატი სასტუმროში შიშვლად სირბილის გამო დააკავეს