ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ფატუ ბენსუდას მიმართავენ

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჰააგაში აგვისტოს ომის საქმის პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდნენ.

პროკურორ ფატუ ბენსუდასგან მიღებული ინფომაციის საფუძველზე, მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა.

ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე მესამე სექტორის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რა გავლენა ექნება მიმდინარე გამოძიებაზე რუსეთის გადაწყვეტილება რომის სტატუტთან დაკავშირებით და როგორი იქნება საბოლოო შედეგის აღსრულების მექანიზმი. ფატუ ბენსუდამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება გავლენას ვერ მოახდენს და გამოძიება იქნება სრულყოფილი.

“ბენსუდა კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი. ის გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ითანამშრომლოს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ სამოქალქო საზოგადოებასთან, მიიღოს ყველა დოკუმენტი, რაც არსებობს და ამის შეფასების შედეგად პროკურორის ოფისს მიეცემა შესაძლებლობა, გააკეთოს კონკრეტული დასკვნები”. – აღნიშნა “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმოამდგენელმა ნიკა ლეგაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ყინვაა მოსალოდნელი
შემდეგი სტატიააშშ მოსკოვის მიერ რუსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ძალების გაერთიანების ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგია