“ქართულ, რუსულ და აფხაზურ ენებს სწავლობენ გალის სკოლებში” – ვიაჩესლავ ჩირიკბა

ჟენევაში საერთაშორისო კონსულტაციები მიმდინარეობს. 2 საათია შეხვედრებს სამუშაო ჯგუფები დახურულ კარს მიღმა მართავენ. გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვა – ეს მთავარი საკითხია, რომელსაც ქართული მხარე დააყენებს.

მოლაპარაკებების დაწყებამდე კომენტარი არ გააკეთა ოკუპირებული ცხინვალის დელეგაციის წარმომადგენელმა.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ გალში სწავლება ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე მიმდინარეობს.

“ქართულ, რუსულ და აფხაზურ ენებს სწავლობენ გალის სკოლებში. როგორც ჩანს, ქართველებს პროპაგანდისტული ქულების დაგროვება სურთ,” – აცხადებს ვიაჩესლავ ჩირიკბა.

მის ამ განცხადებას უკვე უპასუხა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, წინა რაუნდზეც ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ქართულ ენასთან დაკავშირებით გალში არსებული ვითარება იყო. ამ რაუნდზე ქართულ მხარეს კიდევ უფრო მეტი არგუმენტები აქვს.

“11 სკოლა იყო დარჩენილი, სადაც დაწყებით კლასებში ჯერ კიდევ ისწავლებოდა ქართული ენა და 1 სექტემბრიდან ამ 11 სკოლაშიც კი აიკრძალა ქართული ენის სწავლება, ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი უამრავი მტკიცებულება,” – განმარტა დავით დონდუამ.

გარდა ამისა, აპირებენ მკაცრად დააყენონ რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის და რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების საკითხი. მხარეები შეხვდებიან თანათავმჯდომარეებს ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან. რუსული მხარე მოლაპარაკებებს უკვე ხვალ შეუერთდება.

დელეგაცია კონკრეტული დოკუმენტაციის წარდგენას გეგმავს. გარდა ამისა, აპირებენ მკაცრად დააყენონ რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის და რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების საკითხი. მხარეები შეხვდებიან თანათავმჯდომარეებს ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვან მეუღლესთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე ბრალდებული სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაბათუმიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებელი N851 გაუქმებულია