“ქართულ ოცნებას” და “ენმ”-ს ორ-ორი მანდატის დათმობა მოუწევს- “პატრიოტთა ალიანსის” სარჩელი

“პატრიოტთა ალიანსში” აცხადებენ, რომ მათ პარლამენტში დამატებით 4 მანდატი ეკუთვნით და ამ სარჩელით ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. მათი მტკიცებით, არსებული საარჩევნო კოდექსი ამ მიმართულებით კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის, რის გამოც “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ორ-ორი მანდატი უნდა დათმონ.

„ჩვენ ვთვლით, რომ ოთხი მანდატი, ორი ქართულმა ოცნებამ და ორი ნაციონალურმა მოძრაობამ მიისაკუთრა და ეს ეკუთვნოდა ბლოკს საქართველოს გაერთიანებული ოპოზიცია. არ არის გამორიცხული ეს სარჩელი დაკმაყოფილდეს და შესაბამისად ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას მოუწიოს იმ ორ-ორი მანდატის დათმობა,“-განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთს განვიხილავთ როგორც პოტენციურად კარგ მეზობელს, მას მერე რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის წარმომადგენელი დააკავეს