ქარიშხალი “ნეიტი” აშშ-ს სანაპიროს უახლოვდება

სეზონის მორიგი ქარიშხალი უახლოვდება მექსიკის ყურეს, სადაც გადაუღებლად წვიმს. სანაპირო რეგიონში დატბორილია ტარსები, ქუჩები, ეზოები. მართალია, პირველი კატეგორიის ქარიშხალი “ნეიტი” ბევრად სუსტია ვიდრე “ირმა”, მაგრამ მასაც შეუძლია დიდი ზიანის მიყენება.
აშშ ემზადება “ნეიტის მისაღებად”, რომელმაც უკვე შეიწირა 25 ადამიანის სიცოცხლე ნიკარაგუაში, კოსტა-რიკასა და ჰონდურასში. ამ დროისათვის, აშშ-ს რამდენიმე შტატში დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია. მექსიკის ყურეში დაიხურა 5 პორტი და განხორციელდა სანავთობე ტერმინალების თანამშრომელთა ევაკუაცია. ქალაქ ახალ ორლეანში, სადაც 2005 წელს ქარიშხალმა “კატრინამ” საშინელი ტრაგედია დაატრიალა, გამოცხადებულია კომენდანტის საათი.
ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC.

banner
წინა სტატიაშიბესიკ ფარცვანია წალენჯიხის გაზიფიცირების პირობას დებს
შემდეგი სტატიაბერლუსკონიმ პუტინს საბნის პირი აჩუქა