ქარიშხალი “მეთიუს” მსხვერპლი 478-მდე გაიზარდა

ქარიშხალ “მეთიუს” მსხვერპლი 478-მდე გაიზარდა – ადგილობივი მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს. გუშინ ჰაიტის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა 140 იყო. დაშავდა 35 ათასზე მეტი ოჯახი.
რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მეთიუმ” უკვე გადაუარა ჰაიტის, დომინიკის რესპუბლიკასა და კუბას. ეპიდცენტრში მისი სიჩქარე 220 კმ/საათი იყო. ქარიშხალი, სავარაუდოდ, დღეს ფლორიდას ეწვევა.

გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ფლორიდასა და სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ფლორიდაში ქარიშხალი 46 რაიონს ემუქრება, სამხრეთ კაროლინაში კი 67 რაიონიდან 28-ს.

ქარშხალი “მეთიუ” უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ატლანტიკის ოკეანის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქარშხლად ითვლება.
“მეთიუს” სირთულით მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული.

banner
წინა სტატიაშიროსტურიზმი საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს შესაძლო რისკების შესახებ აფრთხილებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ოთხი წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ძალიან ბევრი მიღწევა