ქარიშხალი “მეთიუ” ჰაიტის სანაპიროს დაატყდა თავს

2ქარიშხალი “მეთიუ”, რომელიც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ატლანტიკის ოკეანის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქარშხლად ითვლება, ჰაიტის სანაპიროს დაატყდა თავს. ამ დროისთვის, მინიმუმ ორი ადამიანი გახდა მისი მსხვერპლი.
“მეთიუს” სირთულით მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული. ექსპერტების თქმით, ძლიერმა წვიმებმა, შესაძლებელია წყალდიდობები გამოიწვიოს იამაიკასა და დომინიკის რესპუბლიკაში.
წყალდიდობა ყველაზე საშიში ჰაიტისთვის აღმოჩნდება, რომელიც რეგიონში ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და სადაც მოსახლეობა ქოხებში ცხოვრობს.
გასულ შაბათ-კვირას ჰაიტის მთავრობამ მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. “ასოშეითედ პრესის” ინფორმაციით, თითქმის მთელი ორშაბათი მთავრობა მოსახლეობას არწმუნებდა ტერიტორიები დაეტოვებინათ, თუმცა, ბევრი მას არ დათანხმდა.

“მეთიუს” სიჩქარე 240 კმ/სთ-ია.

banner
წინა სტატიაშინობელის პრემია ფიზიკაში სამ ბრიტანელ მეცნიერს მიენიჭა
შემდეგი სტატიაასანჟმა პირობა დადო, რომ ჰილარი კლინტონს მასალებით “დაასამარებს”