“ქალმა მადლობის ნაცვ­ლად დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მო­მცემთ,­ ვიტყვი, რომ გამაუპატიურ­ეთო”

news
: news თებერვალი 1, 2016 11:19

“ქალმა მადლობის ნაცვ­ლად დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მო­მცემთ,­ ვიტყვი, რომ გამაუპატიურ­ეთო”

ბანგიში, ქართული კონტიგენტის დისლოკაციის ადგილს ლტოლვილთა ბანაკი ესაზღვრება, სადაც ადგილობრივი ბანდიტური დაფჯგუფებებისგან გაღატაკებულ-დაბეჩავებული ხალხი ბარაკებში ცხოვრობს. იმდენად უჭირთ, რომ ფულის საშოვნელად ყველაფერს კადრულობენ, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართველი ჯარისკაცი აცხადებს, რომელიც 2014 წელს ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა.

ქართველი სამხედრო კონკრეტულ მაგალითებსაც იხსენებს და ყვება, როგორ სცადა ერთ-ერთმა ქალმა ფულის გამოძალვის სანაცვლოდ მათი დაშანტაჟება.
“მაგალითად, ბანაკის და ქალაქის დამაკავშირებელ გზაზე მიმავალმა მძღოლებმა იციან, თუ ფრთხილად არ იქნებიან, შესაძლოა მათი მანქანის საბურავქვეშ ლტოლვილი აღმოჩნდეს – გაჭირვებულები რისკზე მიდიან და გამიზნულად უვარდებიან ავტომობილს იმ იმედით, რომ მსუბუქად დაშავდებიან და სანაცვლოდ დიდ ფულს მიიღებენ. ხშირია წყლისა და საკვების ნაცვლად სექსმომსახურების შეთავაზებაც. მშიერ-მწყურვალი და უკიდურესაც მძიმე პირობებში მყოფი ხალხი გროშების სანაცვლოდ მზად არის უკადრებელი იკადროს… ერთხელ, სწორედ ჩვენ თვალწინ ერთ ქალს ვითომ გული შეუწუხდა. მაშინვე დასახმარებლად შევცვივდით. ქალმა კი მადლობის ნაცვლად დაშანტაჟება დაგვიწყო, თუ ფულს არ მომცემთ, ვიტყვი, რომ გამაუპატიურეთო. არაფერიც არ მივეცით. ქალი წამოხტა და გაიქცა, მალე კი პოლიციასთან ერთად დაბრუნდა… აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ მტკიცებულებების არქონის გამო პოლიცია უკან გაბრუნდა… ამ შემთხვევის შემდეგ კატეგორიულად აგვიკრძალეს ადგილობრივებთან ურთიერთობა – რაც არ უნდა მოიმოქმედონ, ახლოს არ გაეკაროთო. თუმცა ბავშვების თხოვნას ვერ ვუყრუებდით, სასმელსა და საჭმელს მაინც ვუნაწილებდით. ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობას განსაკუთრებით უხაროდა ჩვენი დანახვა, გვეძახდნენ – “გუდ ჯორჯიან”. არადა, წარმოდგენაც კი არ აქვთ, სად მდებარეობს საქართველო”, – ყველა ქართველი სამხედრო.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიით მყოფი გარკვეული ჯარისკაცის მხრიდან ადგილობრივ არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალურ ძალადობას შეეხება, “კვირის პალიტრა” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსის პირველ მოადგილე ომარ ბეგოიძესაც ესაუბრა. როგორც ბეგოიძე გაზეთთან ინტერვიუში აცხადებს, იმის მტკიცებულებები და ეჭვმიტანილები, რაზეც გაეროს ადამიანის უმაღლესი კომისარი საუბრობს, არ არსებობს.

“იმას, რაც გაეროს კომისრის განცხადებაშია ნათქვამი ფაქტებს ვერ დავარქმევ, რადგან მტკიცებულებები და ეჭვმიტანილები არ არსებობს. ერთი კვირის წინ, როდესაც წინასწარი შეტყობინება მივიღეთ, მოვითხოვეთ გამოძიების მასალების გაცნობა, თუმცა აქამდე პასუხი არ მიგვიღია…

დეტალების გარეშე ვერაფერს დავასკვნით და დავიწყეთ გამოძიება… გაეროს და ევროკავშირს ვთხოვეთ, გამოძიების პროცესში დაგვეხმარონ. ალბათ, მოვითხოვთ დაზარალებულებთან შეხვედრასაც”, – აცხადებს გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილე.

news
: news თებერვალი 1, 2016 11:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics