ქალი, რომელიც მოსკოვის ქუჩებში ბავშვის მოჭრილი თავით გამოჩნდა ძიძაა

ცნობილია იმ ქალის ვინაობა, რომელიც მოსკოვის ქუჩებში ბავშვის მოჭრილი თავით გამოჩნდა და თავის აფეთქებით იმუქრებოდა.

გავრცელებული ცნობით, ბავშვის მკვლელობასა და შემდეგ ბინის დაწვაში ეჭვმიტანილი 38 წლის ძიძა გიულჩეხრე ბობოკულოვია.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ მოსკოვში , მეტროსადგურ „ოკტიაბრსკოე პოლე“-სთან შავებში ჩაცმული ქალი ბავშვის მოჭრილი თავით გამოჩნდა. შემთხვევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, „ნაროდნავო ოპოლჩენია“- ს ქუჩაზე ხანძრის ჩაქრობის შემდეგ მეხანძრეებმა 4 წლამდე ბავშვის თავმოკვეთილი ცხედარიც აღმოაჩინეს.

https://youtu.be/CRzYQTr48h8

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს
შემდეგი სტატია(VIDEO) ბესელია, მიჩვეულია მარჯვნივ-მარცხნივ ფულის კეთებას