ქალებზე ძალადობაში ბრალდებული ტაქსის მძღოლის ვინაობა დადგინდა

მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი 2 წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა

ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომელსაც ქალებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, დადგენილია. შსს-ში აცხადებენ რომ მოძალადის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპზე სხვა დამატებითი დეტალების გახმაურებისგან უწყება თავს იკავებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე კვირის წინ მოქალაქემ მიმართა, რომლის ინფორმაციითაც, თბილისში გადაადგილდება ტაქსის მძღოლი, რომელმაც რამდენიმე ქალზე იძალადა. შსს-მ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

წყარო: http://www.interpressnews.ge/ge/samartali/359655-shss-m-qalebze-dzaladobashi-braldebuli-taqsis-mdzgholis-vinaoba-daadgina.html

banner
წინა სტატიაშიახალი წლის ღამეს მეტრო და საბაგირო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
შემდეგი სტატიაფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ფეხბურთიდან მიდის