ქალაქის მთელს ცენტრაულ პერიმეტრს შონია-შენგელიას მიერ ორგანიზებული სისტემა აკონტროლებს (ვიდეო)

მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია კომპანია „თაუნ-პარკის“ ლობირებაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ადანაშაულებს.

ჯგუშიამ დღეს, გეგეჭკორის ქუჩაზე მანქანებზე წარწერები გააკრა: „ არ გადაუხადოთ 2 ლარი შონია-შენგელიას“. „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა ბაზრიდან გუბერნიისკენ გადაინაცვალა, სადაც მორიგი განცხადება გააკეთა. მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ კორუფციულ გარიგებებს შონია-შენგელია ლობირებს.

“ეს არის ათი ათასობით ზუგდიდელზე თავს მოხვეული კრიმინალური სქემა. ქალაქის მთელს ცენტრაულ პერიმეტრს შონია-შენგელიას მიერ ორგანიზებული სისტემა აკონტროლებს, რის საფუძველზეც ზუგდიდელებს ხუთი წუთით მანაქანის გაჩერებისთვის ახდევინებენ 1-2 ლარს. მძღოლები და მათი ოჯახის წევრები არინ უკმაყოფილონი, მაგრამ ვერ იღებენ ხმას, იმიტომ რომ საქმე აქვთ თაღლითებთან, დაკანონებულ კორუფციასა და კრიმინალთან”, – აღნიშნა ჯგუშიამ.

https://youtu.be/VwABh9N6JCw

 

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს ისეთი ოფისი, რომელიც მის ფუნქციებთან და საკონსტიტუციო როლთან იქნება შესაბამისობაში
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-საქართველოს ბანკი “რუსთავის აზოტს” ყიდის