ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო დაკავებული სამი პირი, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო დაკავებული სამი პირი, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც ერთ-ერთმა დაკავებულმა ანა სურმავამ განაცხადა, ის თავის მეგობრებთან ერთად მეტრო თავისუფლების მოპირდაპირე მხარეს დროშას ხატავდა, რა დროსაც ისინი დააკავეს.

„მალევა გადაგვიყვანეს განყოფილებაში, ჩამოგვართვეს ტელეფონები და სამი საათის განმავლობაში ადვოკატთან დარეკვის უფლებას არ გვაძლევდნენ. ოქმის შედგენის შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გავთავისუფლდით სამივე დაკავებული და როგორც გვითხრეს შვიდი დღის ვადაში შეგვატყობინებენ როდის გაიმართება ჩვენი პროცესი”, – განაცხადა ანა სურმავამ.

გუშინ ღამით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შვიდი ადამიანი საპატრიარქოსთან, სამი კი მეტრო თავისუფლებასთან დააკავეს.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოსთან ფემინისტების აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია“ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით მე მაქვს შეკითხვები „ნაციონალურ მოძრაობასთან”