ქალაქი როსტოვი შველას ითხოვს-რა ხდება ამ წუთებში როსტოვში

რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში ძლიერი ჭექა-ქუხილის და ძლიერი წვიმის გამო ასეულობით ადამიანი ვერ ახერხებს სახლებში მისვლას, თავს აფარებენ მაღაზიებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებს. გამორთულია ელექტროენერგია ქალაქის ნაწილში. წყლის დონე ზოგან მსუბუქი მანქანების სიმაღლეზე მეტია, ათეულობით მანქანა წყალმა წაიღო. დადასტურდა ინფორმაცია ახალგაზრდა გოგონას დაღუპვის შესახებ, მოწმდება ახალგაზრდა ბიჭის დაღუპვის ფაქტი. ქალაქში საგანგები ვითარება გამოცხადდა. ამ წუთებში  ქარიშხალი მძვინვარებს.

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინული ინტერნეტ გამოცემა “აპოსტროფი” “ბუტოვკის” მაღაროს მეომართან, ქართველ ანდრო სხულუხიასთან ინტერვიუს აქვეყნებს
შემდეგი სტატიათბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს