“ქალაქი დაემსგავსება ქალაქს“ – რა უპირებს კალაძე მიშენებებს?

მიშენებების, დიდი ნაწილი უკვე დაკანონებულია და ჩვენ საკუთრებას ნამდვილად ვერ შევეხებით, ამას არ ვიკადრებთ- აცხადებს თბილისის არჩეული მერი. კალაძის თქმით, გარკვეული ცვლილებები შედის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში.

„გარკვეული ცვლილებები შედის შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებში, 41-ე დადგენილებაში, გამკაცრდება გარკვეული მიმართულებები, რადგან ადამიანების უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თვითონ ფასადების ნაწილს, დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი კომპანიები თანხმდებიან და მხარს უჭერენ ჩვენს მოსაზრებებს, რომ ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა გავამკაცროთ ზომები. ახლად აშენებული შენობა-ნაგებობები აუცილებლად უნდა იყოს მოპირკეთებული და არა მხოლოდ შეღებილი. ამასთან დაკავშირებით ვიმუშავებთ და მოვახდენთ კონკრეტულ სტანდარტიზაციას, თუ როგორ ვხედავთ ამ პრობლემის მოგვარებას. დარწმუნებული ვარ, რაც ყველას გვაწუხებებს იერსახის ნაწილში,მომდევნო წლეების განმავლობაში იქნება შეცვლილი და ქალაქი დაემსგავსება ქალაქს“,- აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ბიუროკრატიული მანქანა უნდა დავანგრიოთ” – კალაძე ცვლილებებს აანონსებს
შემდეგი სტატიაოფიციალური ბაქო ინტერპოლით ხუთ ქართველს ეძებს