ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ნატალია შეროზია აირჩიეს

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში დღეს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ კანდიდატს ნატალია შეროზიას უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი. მისი არჩევის წინააღმდეგ კი ოპოზიცია წავიდა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” განაცხადეს, რომ შეროზიამ სხდომაზე ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ვერ ჩამოაყალიბა. ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში იყარა კენჭი და გაიმარჯვა. ამ დრომდე თავმჯდომარის მოვალეობას ყოფილი “რესპუბლიკელი” გიორგი თოდუა ასრულებდა.

banner
წინა სტატიაშირით განხვავდება ბიომეტრიული პასპორტი ჩვეულებრივი პასპოტისგან, რომელიც უვიზოდ მოგზაურობისთვის აუცილებელია
შემდეგი სტატიასასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევისთვის ბრალდებულ თორნიკე ტუღუშს პატიმრობა შეუფარდა