ქალაქ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია ალექსიძის ქუჩა #1-ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს დეველოპერული კომპანია „აპექსჯგუფი“ აწარმოებს, რომლის მიმართაც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს წარმოება პროექტის დარღვევისა და უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის მიმართულებით აქვს დაწყებული.

პროექტის დარღვევისთვის სამშენებლო კომპანიას 4000 ლარის ოდენობის ჯარიმა უკვე დაეკისრა, რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, კომპანიამ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს და პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.

გარდა ამისა, აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა ზონალური საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პროექტის ავტორებთან და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე სამშენებლო კომპანიასუარი ეთქვა კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით და მიეცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია „აპექსჯგუფმა“ უნდა შეიმუშაოს საინვესტიციო წინადადება, სადაც, როგორც ინვესტორის, ასევე მოსახლეობის ინტერესები იქნება გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ ალექსიძის #1-ში დაგეგმილიატერიტორიისკეთილმოწყობადაგამწვანებული სივრცის, სკვერისგაშენება.

თბილისის მერია მზაობას გამოთქვამს აღნიშნულ საკითხზე ღია დისკუსიის გასამართად ადგილობრივი მოსახლეობის, კერძო ინვესტორისა და დეველოპერული კომპანიის ჩართულობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში სტიქიით მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 1 მლნ 500 ლარს მიაღწია
შემდეგი სტატიასამართალდამცველები მერაბ სააკაშვილის სახლში ცეცხლსასროლ იარაღს ეძებდნენ