ჩეხეთის ქალაქ პარდუბიცის ადგილობრივ მმართველობის შენობზე რუსეთის დროშის გამოფენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ქალაქის მერიამ აღნიშნული ფაქტი, ტერორისტების მიერ რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდების დადასტურების შემდეგ ამ ქვეყნისადმი თანაგრძნობის გამოხატვად ახსნა.
შეგახსენებთ, რუსული ავიაკომპანია “კოგალიმავიას” ლაინერი Airbus А-321 ეგვიპტის ტერიტორიაზე, სინაის ნახევარკუნძულზე 31 ოქტომბერს ჩამოვარდა.
თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ლაინერი შარმ ელ-შეიხი-სანკტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა.
ავიაკატასტორისას ბორტზე 224 ადამიანი – 217 მგზავრი, მათ შორის 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება, რუსეთმა ტერორისტულ აქტად შეაფასა.
www.timer.ge