ქაბულში ტერაქტების სერიას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქში მოკლე ინტერვალით ოთხი აფეთქება მოხდა. მასზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ორმა თვითმკვლელმა პოლიციის განყოფილებაში აიფეთქა თავი, შედეგად ორი პოლიციელი გარდაიცვალა. მათ გარდა აფეთქებებს ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

თავდაპირველად ორმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი, მას ტერორისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოყვა, რომლის დროს კიდევ ორი ბოევიკი მოკლეს.
ამის შემდეგ ქაბულის ცენტრში მდებარე პოლიციის განყოფილებებში ორი აფეთქება მოხდა, მას ბოევიკების მხრიდან სხვა ოფისების დაცხრილვა მოყვა. სულ 13 ადამიანი დაიღუპა.
30 აპრილს ორმაგი ტერაქტის შედეგად ქაბულში 25 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ჟურნალისტები – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა
შემდეგი სტატიაირანის პარლამენტში დეპუტატებმა აშშ-ს დროშა დაწვეს