პუტინს პარიზში არ ელოდებიან… მაგმარ ის მაინც მიდის…

14658249_654760051350852_108958530_nმიუხედავად საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებისა, რომ სირიის სიტუაციასთან დაკავშირებით პუტინთან შეხვედრა მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთში ვიზიტისათვის მაინც ემზადება…
პუტინის მპრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, მიუხედავად მედიაში გაკეთებული ოლანდის განცხადებისა, რუსეთის საგარეო უწყებას არანაირი დოკუმენტი არ მიუღია დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების თაობაზე, ამიტომ რუსეთის პრეზიდენტი მის გადადებას არ აპირებს.
საფრანგეთის საგარეო უწყებას შესაძლოა მართლაც არ გაუგზავნია რუსეთის პრეზიდენტისთვის ვიზიტის გაუქმებისათვის აუცილებელი დოკუმენტი, მაგრამ რაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნამდვილად გააკეთა, ეს იყო განცხადება, რომლითაც ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა, დაიწყოს სირიაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებების გამოძიება… ,,ჩვენ არ ვეთანხმებით იმას,რასაც რუსეთი ალეპოს დაბომბვებით აკეთებს და მოვითხოვთ გამოძიებას,, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ეირომ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ოლანდი აუცილებლად გაითვალისწინებს სირიის სიტუაციას მანამ, სანამ გადაწყვეტს შეხვდეს თუ არა პუტინს. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არაა, რომ პუტინი თავისი თვითნებური ვიზიტის დროს საფრანგეთში, მხოლოდ ამ პერიოდისათვის დაგეგმილ რუსეთის სასულიერო ცენტრის გახსნას დაესწროს.

banner
წინა სტატიაშიცესკომ ხმათა 100% დაითვალა
შემდეგი სტატია30 წლის უკან, რეიკიავიკში ბოროტების იმპერიის რღვევა დაიწყო