რეიხსტაგის ქუჩაზე, რუსეთის პრეზიდენტის გამოჩენამდე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სისხლიანი დათუნიებით მორთეს ქუჩა – Bz-Berlin-ი ავრცელებს.
ვლადიმირ პუტინი დღეს ჩავიდა ბერლინში “ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრის ფარგლებში.
საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, აქციით ისინი სირიაში რუსეთის პოლიტიკას აპროტესტებენ.