პუტინმა ტრამპს გამარჯვება მოულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აშშ-ს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა – კრემლის საიტზე დევს. რუსეთის ლიდერმა ტრამპს ტელეგრამა გაუგზავნა, სადაც მას წარმატებები უსურვა. მან, ასევე, იმედი გამოთქვა ერთობლივ მუშაობაზე რუსეთ-აშშ-ს კრიზისულ პერიოდში.
პუტინის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონსტრუქციული დიალოგი ორივე მხარის ინტერესშია. ამასთანავე, აღნიშნა, რომ მთავარია არსებობდეს “თანასწორობის, ერთმანეთის დაფასებისა და პოზიციების რეალური გათვალისწინების” პრინციპი.
რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

14972057_1817279151890417_19559299_n

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას თანაპრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიმართა
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი ტრამპს გამარჯვებას ულოცავს – „ველით პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებას“