პუტინმა სავჩენკოს განთავისუფლებაზე კომენტარი გააკეთა

პუტინმა ლენინი საბჭოთა კავშირის დაშლაში დაადანაშაულა

putini„უკრაინელი სამხედრო მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთის უშიშროების 2 წარმომადგენელზე გაცვლასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ პოროშენკოსთან დიდი ხანია მოლაპარაკება მიდის“ – ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საბერძნეთის პრემიერთან ალექსის ციპრასთან შეხვედრის შემდეგ. პუტინის მტკიცებით, სავჩენკოს პატიმრობიდან გამოშვება არ უკავშირდება მინსკის შეთანხმებას და მისი მიზანი რუსეთის მოქალაქეების განთავისუფლება იყო. ნადეჟდა სავჩენკოს რუსული სასამართლოს მიერ 22 წელი ჰქონდა მისჯილი რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში მონაწილეობისთვის. როგორც „თაიმერი“ იუწყებოდა ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით, ორი დღით ადრე, აშშ-ს სახელმწიფო მდივნმა ჯონ კერიმ სავჩენკოს განთავისუფლება შეაფასა როგორც „მინსკის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულება“. კერიმ განაცხადა, რომ ეს ფაქტი „სტიმული უნდა გახდეს შეთანხმების სხვა მუხლების შესრულებისთვის. კერძოდ მან გამოყო მუხლები, რომლებიც ეხება ცეცხლის შეწყვეტას, რეგიონიდან უცხო ქვეყნის ჯარისა და ტექნიკის გაყვანას, უკრაინის მიერ სრული კონტროლის დაბრუნებას საერთაშორისო მეგობრობის მიერ აღიარებულ საზვრებში.

banner
წინა სტატიაშიგრანდიოზული შოუ და ქართველი გოგონასთვის დაჩოქილი რობი უილიამსი- მუსიკოსის კონცერტი ანშლაგით ჩატარდა
შემდეგი სტატიანატოს ყოფილი გენერალური მდივანი პოროშენკომ მრჩევლად დანიშნა