პუტინმა “კამაზის” საჭესთან ყირიმის ხიდი გახსნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მონაწილეობა მიიღო კრასნოდარის მხარესა და ანექსირებულ ყირიმს შორის ახალაშენებული ხიდის გახსნაში. ის “კამაზის” საჭესთან იჯდა და სატვირთოების კოლონას მიუძღვოდა. ხიდის გახსნის პირდაპირ ეთერს რუსული არხები გადასცემდნენ. პუტინის მანქანის კაბინაში ისხდნენ ხიდის მუშები – “ბიბისი” წერს.

ხიდის სიგრძე 19 კილომეტრია და ის სრული დატვირთვით 16 მაისიდან დაიწყებს მუშაობას. ხიდის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო.
რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში მოახდინა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინაპირობა და გარანტი არის საქართველოს კონსტიტუცია
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი : საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და დასკვნები აღრმავებს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებას და მომავალს