პუტინმა აშშ-სთან სირიის საკითხზე უახლოეს მომავალში შეთანხმების მიღწევა დააანონსა

პუტინმა აშშ-სთან სირიის საკითხზე უახლოეს მომავალში შეთანხმების მიღწევა დააანონსა

1რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი უახლოეს მომავალში სირიის საკითხებში შეთანხმებას მიაღწევენ – Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
“ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ სწორი გადაწყვეტილებისკენ მივდივართ. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ შეგვიძლია შეთანხმებებს მივაღწიოთ უახლოეს მომავალში” – თქვა პუტინმა.
მისი აზრით, შეთანხმება ევროპაში ლტოლვილების პრობლემების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს. ასევე, სირიაში სამოქალაქო ომი დასრულდება.
გარდა ამისა, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის მუშაობა, რომელიც, პუტინის აზრით, კოლოსალურ სამუშაოს ასრულებს ამ მიმართულებებით.
რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოლაპარაკებები მიდის მძიმედ. მისი თქმით, სირიის საკითხზე რუსეთი თურქეთთანაც მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიკიშინიოვის აეროპორტიდან აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დეპორტაცია მოხდა
შემდეგი სტატიადაკავებულია ერთი პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები