პუტინმა ალეპოს ჰუმანიტარული პაუზა გაუხანგრძლივა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი არამიზანშეწონილად მიიჩნევს ალეპოში დაბომბვების განახლებას…
პესკოვის განცხადებით, პუტინი თვლის, რომ უნდა გაგრძელდეს ჰუმანიტარული პაუზა, რათა კონფლიქტის ზონიდან გაიყვანონ დაჭრილები და ოპოზიციური ძალების იმ ბოევიკებმა, რომელთაც ქალაქის დატოვება სურთ, დატოვონ ქალაქი.
აღსანიშნავია, რომ ალეპოს დაბომბვის განახლების მოთხოვნით, 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბი გამოვიდა, თუმცა პუტინი ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა.

banner
წინა სტატიაშიბერლინში ,,ჰიტლერის ბუნკერი,, აღადგინეს… (VIDEO)
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: „ჩემზეც ჩორტაობენ“