პუტინის პრესკონფერენციის ტოპ-თემები

დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრეს-კონფერენცია გაიმართა. “დოიჩე ველე” პუტინის ჟურნალისტებთან შეხვედრის ტოპ-თემებს გამოყოფს.

ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე

The Wall Street Journal -ის ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა იმაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები. პუტინმა მას უპასუხა, რომ “ეს შესაძლებელია, მაგრამ არ არის მიზანშეწონილი”. რაც შეეხება მის მონაწილეობას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში, პუტინმა თქვა, რომ ამას მაშინ გადაწყვეტს, როცა “დრო მომწიფდება”.

რუსულ-უკრაინულ კონფლიქტზე

უკრაინელმა ჟურნალისტმა პუტინს უკრაინელი რომან სუშენკოს ციხიდან განთავისუფლებას სთხოვა. “რეჟისორები და ჟურნალისტები ჟურნალისტიკით და ფილმების და სპექტაკლების წარმოებით უნდა იყვნენ დაკავებული” – უპასუხა მას პუტინმა და დაამატა, რომ თუკი ბრალეულობა სასამართლომ დაამტკიცა, მაშინ, მისი განთავისუფლება არ შეიძლება. პუტინს ამნისტია არ გამოურიცხავს, ამასთანავე, მას სუშენკოსა და სენცოვის გვარები არ დაუსახელებია.

ევროკავშირისა და უკრაინის კონფლიქტზე

ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე პუტინმა განაცხადა, რომ მას მხარს უჭერს, თან დაამატა, რომ თუკი უკრაინელებს მუშაობის უფლებას არ მისცემენ, ისინი დამამცრებელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგანაც არალეგალურად მოუწევთ მუშობა, და ეს მათი “სასტიკი ექსპლოატაცია” იქნება.

თურქეთსა და სირიაზე

თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობას პუტინმა “რუსეთსა და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაზე თავდასხმა” უწოდა. მან თქვა, რომ თურქეთის ძალოვან უწყებებში დესტრუქციულმა ძალებმა შეაღწიეს. ალეპოში ევაკუაციის პროცესს კი “მსოფლიოში უმსხვილესი ჰუმანიტარული აქცია” უწოდა და სირიის, თურქეთისა და ირანის ძალების განსაკუთრებული როლი აღნიშნა აღნიშნულ პროცესში, ამასთანავე დაამატა, რომ ევაკუაცია რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

ქურთებზე

შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტი ქურთისტანის დამოუკიდებლობაზე, მან უპასუხა, რომ რუსეთს ქურთ ხალხთან ყოველთვის მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა. მისი თქმით, ქურთული გაერთიანებები ტერორიზმთან ბრძოლაში ვაჟკაცურად იქცევიან, რაც შეეხება სუვერენიტეტს, მოსკოვი “საერთაშორისო უფლებების ფარგლებში იმოქმედებს”.

აშშ-სთან ურთიერთობაზე

აშშ-ს არჩევნების შესახებ შეკითხვაზე, პუტინმა დემოკრატები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი თავიანთი დამარცხების რუსეთისათვის შეწმენდას აპირებენ, ამასთანავე, შეაქო ისინი, ვინც რუსეთთან ურთიერთობის მომხრეა. რეიგანი ტრამპს შეაქებდა, “თუმცა არავის სჯეროდა, რომ ის გაიმარჯვებდა, ჩვენს გარდა” – დაამატა პუტინმა.
შეკითხვაზე, თუ რაზე ისაუბრეს პუტინმა და ობამამ სატელეფონო კავშირისას, პუტინმა თქვა, რომ არასდროს საუბრობს იმაზე, რაზეც თავის კოლეგასთან პირისპირ ილაპარაკა. დემოკრატულ პარტიაზე ჰაკერული თავდასხმის კომენტარებისას კი პუტინმა თქვა, რომ არავინ იცის ვინ არიან ეს ჰაკერები და რომელი ქვეყნიდან, “იქნებ ეს თვითონ, სავარძელში წამოკოტრიალებულებმა გააკეთეს” – იკითხა პუტინმა.

ყირიმის ანექსიაზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ყირიმში მრეწველობა ვითარდება, უმუშავრობის დონე კი იმაზე ნაკლებია, ვიდრე რუსეთში, მაგრამ ხელფასები და შემოსავლები დაბალია. პუტინის თქმით, ქვეყანაში მრეწველობა 0,7%-ით განვითარდა, ყირიმში კი 6%-ით, სევასტოპოლში 25%-ით. ყირიმის სწრაფი ინტეგრაცია რთულია იურიდიულადაც და ეკონომიკურადაც – თქვა პუტინმა და დაამატა, რომ ყირიმი რუსულ გაზს ორ-სამ დღეში მიიღებს.

სმოლენსკის ავიაკატასტროფაზე

პუტინმა თქვა, რომ პირადად წაიკითხა გაშიფრული დიალოგები და პროვოკაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა ყველას. მისი თქმით, პილოტებმა თვითმფრინავის დასმა პოლონეთის მთავრობის მოთხოვნით განახორციელეს. თვითმფრინავის ნარჩენებს კი რუსეთი პოლონეთს მას შემდეგ დაუბრუნებს, რაც გამოძიება დასრულდება.

ევროპასა და სანქციებზე

პუტნმა დასავლეთი დაადანაშაულა ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებაში, კერძოდ, კი გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობის და თქვა, რომ ამის ინიციატორი მოსკოვი არ ყოფილა. მან თქვა, რომ დიდი სიამოვნებით გააუქმებს სანქციებს დასავლეთის მიერ სანქციების გაუქმების შემდეგ. მისი თქმით, მოსკოვი დასავლეთთან სათანამშრომლოდ არის განწყობილი.

banner
წინა სტატიაშილიბიური თვითმფრინავის გამტაცებლები მალტას აეროპორტში დააკავეს
შემდეგი სტატიაკადაფის შვილი თვითმფრინავის გამტაცებლებთან კავშირს უარყოფს