პუტინის მეგობარი რუსი მილიარდერი, კარადაში ჰალსტუხით ჩამომხრჩვალი იპოვეს…

shumkov-putin4 დეკემბერს საღამოს,  ბიზნეს ცენტრ ,,მოსკვა-სიტი,,-ში მდებარე ,,ფედერაციის,, კოშკში – საკუთარ აპარტამენტებში ჩამომხრჩვალი იპოვეს ცნობილი რუსი ბიზნესმენი და იურისტი –  დიმიტრი შუმკოვი.

რუსული მედია რუს სამართალდამცავებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გარდაცვალების მიზეზებში კრიმინალი არ იძებნება… ,,სიკვდილი ასფიქსიის შედეგად დადგა… 43 წლის მილიარდერი ტანსაცმლის კარადაში, ჰალსტუხით ჩამოხრჩვალი იპოვეს,, აცხადებენ რუსული წყაროები.

დიმიტრი შუმკოვმა თავისი მოღვაწეობა 90-ანი წლების რუსეთის პროკურატურაში დაიწყო…  სახელმწიფო სამსახურში რამდენიმე წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დაარსა საკუთარი იურიდიული კომპანია და ხელი მიჰყო ბიზნესს.  2012 წელს, ის დასახელებულიქნა რუსეთის საუკეთესო იურისტად და დღემდე რუსეთის საუკეთესო იურისტების ტოპ-ათეულში შედიოდა. 2012 წლის 17 ივლისიდან, შუმკოვი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით, რუსეთის სამოქალაქო კოდექსის ახალი რედაქციის სრულყოფაზე მუშაობდა და ყოველთვიურად მოხენებას უტარებდა პრეზიდენტ პუტინს, მისი ნაშრომის რეალიზაციის შესაძლებლობებზე. შუმკოვი ასევე, საზღვარგარეთ რუსული სამართლის ცენტრების გახსნის ინიციატორიც იყო. აქტიურად იყო ჩართული პუტინის საარჩევნო კამპანიაში.

shumkov-putinბოლო წლების განმავლობაში, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულმა აწგარდაცვლილმა რუსმა იურისტმა, საკმაო ქონებაც დააგროვა… შუმკოვი იყო მსხვილი ინვესტორი, მნიშვნელოვანი სამშენებლო პროექტებისა  მოსკოვში -,,კიტაიგოროდსა,, და ყოფილი სასტუმრო ,,როსიას,, ტერიტორიაზე მშებარე კომპლექსში. ის, სპორტული კომპლექს ,,ოლიმპიისკის,, თანამფლობელი, ინტერნეტკომუნიკაციების კომპანიათა Московский Internet eXchange-ს, NGENIX-ს,CDN (Content Delivery Network)-ს საკონტროლო პაკეტების მლობელი და რუსული პლატინის უდიდესი საბადოს მფლობელი კომპანის-«Норильск 1» («Русская платина») თანამფლობელიც გახლდათ.

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიმსოფლიო ლიდერების სახელმწიფო ავტომანქანები (ფოტოალბომი)
შემდეგი სტატიაNATO თურქეთის მხარდასაჭერად შავ ზღვაზე გემების ესკადრას აგზავნის…