პუტინის ყოფილი მრჩეველი და რუსეთის ,,მედია-ბოსი,, ვაშინგტონში მკვდარი იპოვეს…

ამერიკული ტელეარხის – ABC News-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 5 ნოემბერს ვაშინგტონის ფეშენებელურ სასტუმროს ნომერში ნაპოვნი გარდაცვლილის, პუტინის ყოფილი მრჩევლის, მიხეილ ლესინის პიროვნებასთან დაკავშირებით ამერიკელ სენატორ როჯერ ვიკერს გარკვეული ეჭვები აქვს, რის გამოც სამართალდამცავებს გამოძიების დაწყებას თხოვს…

გავრცელებული ინფორმაციით, სენატორმა ვიკერმა უკვე მიმართა ამერიკის გენერალურ პროკურორს და იუსტიციის მინისტრს, იმისათვის რომ მათ ლესინის პიროვნებასთან დაკავშირებით მასშტაბური გამოძიება დაიწყონ. სენატორის ეჭვებს იწვევს ლესინის დოლარის აქტივები და რეზიდენცია აშშ-ში, რომელიც მან თანამდებობაზე ყოფნის დროს შეიძინა და ფიქრობს, რომ პუტინის ყოფილი მრჩეველი, რომელიც რუსულ მედია-ბაზარზე ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო (,,გაზპრომ-მედიას,, ყოფილი ხელმძღვანელისა და რუსული ტელეარხ ,,რაშა თუდეის,, დამფუძნებელის სტატუსით), კორუფციითა და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული აშშ-ში.

რუსი ოფიციალური პირები კი აცხადებენ, რომ რუსეთი და აშშ-ში თანამშრომლობენ ლესინის სიკვდილის გარემოებების დადგენის საქმეში.

www.timer.ge

 

 

 

banner
წინა სტატიაშიროგორ გამოიყენებს პუტინი რუსული თვითმფრინავის კატასტროფას სინას ნახევარკუნძლზე და რატომ უნდა ეშინოდეს ამის უკრაინას? – რუსი პოლიტოლოგის პროგნოზი
შემდეგი სტატიაგაზეთი რეზონანსი რუსთავი2-ს სოლიდარობას უცხადებს