პუტინის გამოსვლის 10 ძირითადი თეზისი G20 – დიდი ოცეულის შეხვედრაზე

პუტინი: რუსული ავიადარტყმებისგან სირიის მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაღუპულა

პუტინის კულტი და ბალტიისპირელების შიში რუსეთის მიმართდიდი ოცეულის გასული და წლევანდელ შეხვედრებზე

არავიათარი პრობლემები არ იყო არც მაშინ, არც ეხლა. მაგრამ ურთიერთობა, რასაკვირველია, მაშინ ბევრად დაძაბული იყო, ვიდრე ეხლა. ეს რასაკვირველია, იგრძნობოდა, რაც მართალია. შარშან ავსტრალიელმა კოლეგებმა ძალიან კარგი პირობები შექმნესმუშაობისთვის, ყველაფერი ძალიან კორექტულად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ჩატარდა, უბრალოდ, საზოგადოებისთვისუნდოდათ ეჩვენებინათ, რომ რუსეთი როგორღაც იზოლირებულია, მაგრამ არაფერი მსგავსი არ ყოფილა.

A321 ავიაკატასტროფაზე

ჩვენვიცითყველა ვერსიის შესახებ. ექსპერტიზის ჩატარების და დასრულების შემდეგშესაძლებელი იქნებაბოლო შედეგების გაკეთება. ლაინერის კატასტროფა სინას ნახევარკუნძულზე არის დიდი ტკივილი ყველა ჩვენთაგანისთვის, რუსი ხალხისთვის, რა მიზეზითაც არ უნდა მომხდარიყო ეს კატასტროფა. ეს ყველა ჩვენთაგანის უდიდესი ტრაგედია არის.

ტერორისტების დაფინანსებაზე
ეს თემაიყო ყველაზე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით პარიზში მომხდარი მოვლენების შემდეგ. რასაკვირველია, ჩვენ ყველას გვესმის და საუბარიც ამის შესახებ იყო – აუცილებელია ტერორისტული საქმიანობისის დაფინანსების ყველა გზის გადაკეტვა. ჩვენი მონაცემების მიხედვით მე მოვიყვანე იმისმაგალითები, თუ რომელი სახელმწიფო, რომელი ფიზიკური პირი აფინანსებს ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებებს. დაფინანსება, როგორც ჩვენ დავადგინეთ, ხდება 40 ქვეყნიდან, მათ შორის დიდი ოცეულის ზოგიერთი ქვეყნებიდანაც.

სირიის ოპოზიციაზე
ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ დაიწყებენ საომარ მოქმედებებს ნებისმიერი ტერორისტული ორგანიზაციის წანააღმდეგ, პირველ რიგში, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუ ჩვენ საჰაერო მხარდაჭერის გავუწევთ. ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის. ჩვენ ეხლა, პირდაპირ ბრძოლის ველზე დავამყარეთ კონტაქტი შეიარაღებული შეურიგებელი ოპოზიციის ნაწილთან.მათ გვთხოვეს, არ მივაყენოთ დარტყმები მათ მიერ კონტროლირებად პოზიციებს.

ანტიტერორისტულ კოალიციაზე
ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ შეიძლება, არამედ აუცილებლად გასაკეთებელია. მე ამის შესახებ ვილაპარაკე გაეროს სესიაზე, რომელიც მიეძღვნა ამ ორგანიზაციის შექმნის 70 წლისთავს. ზუსტად ამის შესახებ მქონდა საუბარი და იმ ტრაგიკულმა მოვლენებმა, რომლებიც შემდგომ განვითარდა, დაამტკიცეს ჩვენი სამართლე.

ისლამური სახელმწიფოს ნავთობის ბიზნესზე
მე ვუჩვენე ჩვენს კოლეგებს ჩვენი გადაღებები კოსმოსიდან, თვითმფრინავებიდან, რომლებზეც ნათლად ჩანს, როგორ მასშტაბებს ღებულობს ისლამური სახელმწიფოს მიერ არაკანონიერი ვაჭრობანავთობით და ნავთობპროდუქტებით.ათეულ კილომეტრზეა გადაჭიმული ნავთობის გადამზიდავი ავტომანქანების კოლონები, იმდენია, რომ ჰორიზონტს მიღმა იკარგება მათი ბოლო. ეს გამოიყურება ისე, თითქოს ნავთობის მაგისტრალის სისტემა იყოს.

უკრაინის სახელმწიფო ვალის შესახებ
რამდენადაც ჩვენს პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ უკრაინის კრედიტუნარიანობა მზარდი იქნება, ამიტომ ჩვენც არ გვაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ მომავალ წელსმივიღებთ 3 მლრდს. ჩვენს პარტნიორებსაც არ აქვთარავითარი შიში, რომ გამოვიდნენ ამკრედიტების გარანტორებად.

დონბასის კონფლიქტზე

ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რომ ეყოფათ გამძლეობა, პასუხისმგებლობა, ჭკუა იმ ადამიანებს, რომლებზედაც ეს დამოკიდებულია, და ჩვენ არ გავხდებითუკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთითსიტუაციის გაუარესების მოწმენი. პირიქით, ისინი ყოველ ღონეს იხმარენ იმისთვის, რომფაქტიურიდროებითი ზავი, რომელიც დიდი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი, არ დაირღვევა და ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესის განვითარებას.

სანქციების გაუქმების პერსპექტივებზე
თუ ჩვენი პარტნიორები თვლიან რომ დადგა დრო, შეიცვალოს ჩვენი ურთიერთობები, ჩვენ ამას მივესალმებით. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ერთობლივ მუშაობაზე და არ ვიკეტებოდით. ცალმხრივი ზომები, რომლებიც ზღუდავენ ჩვენს ურთიერთობას სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენს მიერ კი არ არის დაწესებული, არამედ ჩვენი პარტნიორების მიერ.

თურქულ ნაკადზე
იქ არის თავისი პრობლემები, საკითხები, რომლებიც, პრიმიტიულად რომ ვთქვათ, დაკავშირებულია ვაჭრობასთან, ქათმისა და კვერცხის ანალოგიურად: ჯერ თურქული
ნაკადის პროექტი და მისი იურიდიული გაფორმება უნდა იყოს და მერე ფასდაკლება ჩვენს გაზზე, რომელიც იყიდება თურქულ ბაზარზე, თუ ჯერ ფასდაკლება და მერე იურიდიული გაფორმება. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ჩვენ გვითხრეს, თურქეთი დაინტერესებულია, ჩვენი საქონლის შენარჩუნებაში და მისი მოცულობის გაზრდაში თავის ბაზარზე.

banner
წინა სტატიაშიგელა ნიკოლაიშვილი: ბორჩაშვილი სირიაში ყოფნის ფაქტს არ უარყოფს, თუმცა “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირს გამორიცხავს
შემდეგი სტატიაAnonymous-მა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებზეც „ისლამური სახელმწიფო“ თავდასხმას აპირებს