პუტინის აუსრულებელი დაპირება, აბსურდულ განკარგულებაში გადაიზარდა

დამოუკიდებელი რუსული მედია, რუსეთის პრეზიდენტისა და მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატის – ვლადიმერ პუტინის მიერ რუსი ხალხისთვის მიცემულ დაპირების ქრონოლოგიას აქვეყნებს, რომელსაც პუტინი, 2007 წლიდან დღემდე დაჟინებულად უმეორებს, მაგრამ ვერ აუსრულა.

ვლადიმერ პუტინი, პირველად 2007 წელს დაპირდა რუს ხალხს, რომ მაქსიმუმ 10 წელიწადში, რუსეთი მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ხუთეულში შევიდოდა. იგივე დაპირება, ისევე 10 წლიანი მოლოდინის რეჟიმით, პუტინმა 2011 წლის მაისში, პრემიერის რანგში გაიმეორა. სულ რაღაც 4 თვეში, 2011 წლის სექტემბერს, პუტინი რუს ხალხს დაპირდა, რომ 5 წელიწადში გახდებოდა რუსეთი მსოფლიო ეკონომიკური ხუთეულის წევრი… 2012 წლის აპრილში კი – მესამედ გაპრეზიდენტებული პუტინი რუს ხალხს იგივეს დაჰპირდა, ოღონდ ამჯერად 3 წელიწადში.

ზემოხსენებულ თემაზე პუტინის  ბოლო დაპირებებიდან გავიდა 6 წელი და  როგორც რუსული მედია აცხადებს, საქმე აბსურდამდე მივიდა, ახლა პუტინი კი არ ჰპირდება რუს ხალხს მსოფლიო ეკონომიკურ ხუთეულში შესვლას, არამედ ,,განკარგულება გასცა, რუსეთის ეკონომიკური ტოპხუთეულში შესვლის შესახებ,,

დამოუკიდებელი რუსული მედია, ზემოთ მოხსენიებული პუტინის დაპირებებისა და განკარგულების შესახებ, პროკრემლისტური ოფიციალური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციების ლინკებსაც აქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ბრიტანეთის საპასუხო სანქციები გამოაცხადა
შემდეგი სტატიაკიევში, დიდი მარშის მოლოდინში, სააკაშვილის მომხრეებს აკავებენ