პუტინის ახალი კანონით, რუსეთს უფლება აქვს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულოს

პუტინი: მინდა ევროპელები თვითონ იღებდნენ გადაწყვეტილებას და ოკეანის მიღმიდან არ ელოდებოდნენ მითითებებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებას რთავს საერთაშორისო სასამართლოს მიერ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულოს.
ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო ევროპული სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილებას რუსეთის კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებად ჩათვლის, რუსეთს უფლება ექნება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი თქვას.

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ კანონპროექტი 4 დეკემბერს მიიღო, 9-ში კი დოკუმენტი ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა.

კანონპროექტის ავტორების მოსაზრებით, ახალი კანონპროექტი რუსეთის “სამართლებრივ სუვერენიტეტს” უზრუნველყოფს და საერთაშორისო სასამართლოების „მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს შეეწინააღმდეგება.“

banner
წინა სტატიაშიდეიმონ ვილსონი: არ მგონია ვინმეს ილუზია ჰქონდეს, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური რაჭასა და ამბროლაურში არსებულ კორუფციულ სქემებზე საუბრობს