პუტინი უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს მოეთათბირა

რუსული მედიის ცნობით,  კრემლის პრეს სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ლიდერებს, ალექსანდრე ზახარჩენკოს და იგორ პლოტნიცკის.

პესკოვის განცხადებით, პუტინმა და სეპარატისთა ლიდერებმა  განიხილეს ამ რეგიონებისა და უკრაინის მთავრობას შორის ტყვეთა გაცვლის საკითხები. საუბრის დროს პუტინმაც და სეპარატისტებმაც მხარი დაუჭირეს ტყვეთა ურთიერთგაცვლას და ეს უკანასკნელები ტყვეთა გაცვლის საკითხს დეტალურად განიხილავენ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან.

რუსული მედიის ცნობით,  მხარეებს შორის ტყვეთა გაცვლა ახალ წლამდე მოხდება

banner
წინა სტატიაშიISIS-თან დაკავშირებით აშშ-მ რუსეთის შეთავაზება არ მიიღო
შემდეგი სტატიაNATO ავღანეთში სამხედროთა რაოდენობას ისევ გაზრდის