პუტინი სკრიპალის საქმეზე: ჯერ მანდ გაერკვიეთ რა ხდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრიტანეთში რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეზე კომენტარი გააკეთა. “ბიბისის” კორესპოდენტის შეკითხვაზე, რუსეთი არის თუ არა მოწამვლასთან რაიმე კავშირში, პუტინმა უპასუხა: “თქვენ ჯერ მანდ გაერკვიეთ რა ხდება და შემდეგ განვიხილიოთ”.
ეს პუტინის პირველი კომენტარია სკრიპალის მოწამვლაზე, მანამდე კრემლის სახელით მისმა პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა განცხადება. “მისმინეთ, ჩვენ აქ სოფლის მეურნეობით ვართ დაკავებული. როგორც ხედავთ, ეს ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული – თქვენ კი მე რაღაც ტრაგედიებზე მიყვებით. თქვენ ჯერ მანდ გაერკვიეთ რა ხდება და შემდეგ გავიხილიოთ” – სიტყვასიტყვით ასე ჟღერს პუტინის კომენტარი.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს ბრიტანეთის პატარა ქალაქ სოლსბერიში ქალაქის ცენტრში იპოვეს მოწამლულები. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლონდონში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ატარებს, სადაც, ასევე სკრიპალის საქმეზე ისაუბრებენ.

banner
წინა სტატიაშიხეები კერძო საკუთრებაშია და მოქალაქემ გადაწყვიტა, რომ მოეჭრა – ქობულეთის მერი
შემდეგი სტატიაავიაკატასტროფა კატმანდუში – 49 მგზავრი გარდაიცვალა