პუტინი სირიაში რუსეთის სამხედრო ძალებს შეამცირებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე, სირიაში რუსი სამხედროების რაოდენობა შეამციროს, თანხმობა განაცხადა. ამასთანავე, პუტინმა განაცხადა, რომ “საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას განაგრძობს და სირიის მთავრობას ტერორიზმთან ბრძოლაში მხარს დაუჭერს”.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სირიის მთავრობასა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტის და სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ შეთანხმება მიღწეულია. რამდემინე ხნის წინ ალეპოს მოდელით სირიის მთელ ტერიტორიაზე მშვიდობიანი შეთანხმება თურქულმა მედიამ დააანონსა.
“ეს წუთია შეტყობინება მოვიდა, რომ დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა მოვლენა, რომელსაც ჩვენ არა მხოლოდ ველოდებოდით, არამედ ამ შედეგის მისაღწევად ბევრს ვმუშაობდით. ხელმოწერილია სამი დოკუმენტი” -აღნიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა სირიის მთავრობასა და ამბოხებულებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა
შემდეგი სტატიაპენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების მიღება მიმდინარეობს