პუტინი: “რუსეთის საზღვრები არსად არ მთავრდება “

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ ბავშვებთან მინი-გამოცდა ჩაატარა და მათ კითხა, თუ სად მთავრდება რუსეთის საზღვრები.
პუტინი 5 და 9 წლის ტიმოფეის და მიროსლავს შეხვდა, რომლებიც მრავალი გეოგრაფიული ოლიმპიადის და კონკურსების მონაწილეები არიან.
პუტინმა მიროსლავს კითხა, თუ სად მთავრდება რუსეთის საზღვრები. “რუსეთის საზღვრები სრულდება ბერინგის სრუტესთან აშშ-სთან…” – დაიწყო მოსწავლემ, მას პუტინმა შეაწყვეტინა და უთხრა: “რუსეთის საზღვრები არ მთავრდება არსად”.
ერთი შეხედვით პურინის უცნაური განცხადება, სწორია – ქვეყნის ტერიტორიისგან განსხვავებით, რუსეთის სახელმწიფო საზღვრები ერთგვარ წარმოსახვით ხაზს შეადგენს – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიტაივანი: ჩვენ მზად ვართ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის
შემდეგი სტატიახვალ iPhone+-ში შავი პარასკევია