პუტინი: რუსეთი კუდის ქიცინს არ დაიწყებს სირიასთან დაკავშირებით

პუტინი: რუსეთი კუდის ქიცინს არ დაიწყებს სირიასთან დაკავშირებით

პუტინი: რუსეთი კუდის ქიცინს არ დაიწყებს სირიასთან დაკავშირებითრუსეთმა უკვე აირჩია საკუთარი პოზიცია სირიის კონფლიქტის დასარეგულირებლად და “კუდის ქიცინს” არ აპირებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. მისი ეს გამონათქვამი შესულია დოკუმენტურ ფილმში “წესრიგის ზომები”, რომლის ნაწყვეტი დღეს, 19 დეკემბერს იქნა ნაჩვენები რუსულ სატელევიზიო სივრცეში.
“ზომიერად მივუდგეთ სირიის საკითხს: ჩვენთვის ადვილია პრეზიდენტ ასადთან მუშაობა, ასევე ამერიკულ მხარესთანაც” – განაცხადა პუტინმა -” ადვილია რატომ? ჩვენს კუდს არ ვაქიცინებთ და პოზიციებს არ ვიცვლით”. მისი თქმით, მოსკოვმა მკაფიო ფორმულირება უკვე გააკეთა სირიის სიტუაციისადმი დამოკიდებულებაში. “და ახლა ჩვენ არ გვჭირდება მხარიდან მხარეზე გადახტომები” – დაამატა პუტინმა.

გუშინ, 18 დეკემბერს სირიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიაში ომის დასრულებას ერთი წელიწადიც არ დასჭირდება, დასავლეთი რომ არ ერეოდეს, რომლის სურვილია მისი მთავრობის გადაყენება.
აშშ და დასავლეთის ქვეყნები ასადის გადადგომას ითხოვენ. რუსეთი ასადის პოზიციას მხარს უჭერს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროკავშირის ლიდერებს მადლობას უხდის
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილი ვაკე-საბურთალოს განყოფილების გამომძიებლის პასუხისმგებლობას ითხოვს